Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ასისტენტ პროფესორი თამარ კბილაძე უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

 

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოვეს.
 

უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ კბილაძეც.
 

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 2015 წლის დეკემბერში მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად აღინიშნება. ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ყველა ორგანიზაციას და ადამიანს მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაეროი იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთაშორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ქალებისათვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.